ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე “პალიტრანიუსთან” ინტერვიუში აცხადებს:
“ოპოზიციის გაღიზიანება მეტყველებს იმაზე, რომ ჩემს კონკრეტულ ქმედებებს აქვს ეფექტი. ის, რომ 3 მთელი რაღაც პროცენტი აიღო ევროპულმა საქართველომ, ის, რომ ნაცმოძრაობამ ვერ მოახერხა ძალაუფლებაში და ბრუნება და, პრაქტიკულად, დაიშალა პარტია, იქ თავმჯდომარე ცალკე მისი, იქ ერთმანეთს ლანძღავენ და აგინებენ…
მთელი ოპოზიცია დაიშალა, ეს არის ჯანსაღი პროცესი. ჩემი წვლილი არის გარკვეული ამაში და, მე მგონი, ეს აღიზიანებთ მათ. რა თქმა უნდა, ჩემ თავზე ყველაფერს ვერ მივიწერ, მაგრამ ჩემი პატარა წვლილიც არის ამ ყველაფერში.
დაშლილი გირჩი აღიზიანებთ, დაშლილი ევროპული საქართველო აღიზიანებთ, დაშლილი ნაცმოძრაობა აღიზიანებთ. ყველაფერი ხელში შემოშლილი აქვთ, შესაბამისად, ჩანს, რომ პატარა წვლილი, რაც მე შევიტანე პროცესში, იმას თავისი ეფექტი ჰქონდა”
ბირთვული გახლეჩა
1938 წელს, გერმანელმა ქიმიკოსმა ოტო ჰანმა, რეზერფორდის მოსწავლემ, ტრანსურანული ელემენტის მიღების მოლოდინით, ნეიტრონები ურანის ატომზე მიმართა, თუმცა, ამის ნაცვლად, მისმა ქიმიურმა ექსპერიმენტმა პროდუქტად ბარიუმი გამოავლინა. ერთი წლის შემდეგ, ლიზა მაიტნერმა და მისმა დისშვილმა ოტო ფრიშმა დაადგინეს, რომ ჰანის შედეგი წარმოადგენდა პირველ ექსპერიმენტალურ ბირთვულ გახლეჩას. 1944 წელს ჰანმა ქიმიაში ნობელის პრემია მიიღო. მიუხედავად მისი მცდელობისა, მაიტნერისა და ფრიშის წვლილი არ უღიარებიათ.
გერმანელი მეცნიერივით არ დაემართოს კობახიძეს და სხვა შედეგი არ მიიღეს, დაგეგმილი ცდებით!
ამტკიცოს მერე, მე არ ვიყავი ეგ კაცი და შემთხვევით მომივიდაო, ოტო ჰანმაც შემთხვევით მიიღო ნობელის პრემია.
მიიღებს თუ არა კობახიძე ნობელის პრემიას, მომავალი გვიჩვენებს!
ალია