რუსული ვაქცინა ახალი შტამის მიმართაც ეფექტურია, ისევე როგორც კორონავირუსის მძიმე შემთხვევების დროს

მანამდე ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მათი პრეპარატი COVID-19-ის მძიმე შემთხვევების წინააღმდეგაც კი 100%-ით ეფექტურია.

ანტიკორონავირუსული ვაქცინა Sputnik V, რომელიც რუსეთში შეიქმნა, ეფექტურია SARS-CoV-2–ის ახლად აღმოჩენილი მუტაციის მიმართაც, აცხადებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში პირველი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ რუსეთის გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შექმნა პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით.

„ვადასტურებთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, „სპუტნიკ V“ მაღალეფექტურია ვირუსის ახალი მუტაციის წინააღმდეგაც, რომელიც ევროპაში აღმოაჩინეს. ის ისევე ეფექტურია მის მიმართ, როგორც უკვე არსებული შტამების მიმართ. „სპუტნიკ V–მ უკვე არაერთხელ გამოავლინა ეფექტურობა, მიუხედავად S–ცილაში მანამდე მომხდარი მუტაციებისა“, — მოახსენა დმიტრიემა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
მანამდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2–ის ახალი ვარიანტი გამოავლინეს, რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება. წინასწარი შეფასებებით, ახალი შტამი შეიძლება ჩვეულებრივზე 70%-ით გადამდები იყოს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ის უფრო მომაკვდინებელია. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უკვე შეაჩერა დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა.

მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აგვისტოში დაარეგისტრირა

ყაზახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა –ს წარმოება დაიწყო, იუწყება რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური. კომპლექსი უკვე მოინახულა ყაზახეთი პრემიერ–მინისტრმა ასკარ მამინმა. „ყაზახეთის პრემიერ–მინისტრი ასკარ მამინი ყარაგანდის ფარმაცევტულ კომპლექსს ეწვია, სადაც ვაქცინა Sputnik V–ს წარმოებამ აიღო სტარტი ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ–ჟომარტ ტოკაევსა და რუსეტის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეთანხმებათა რეალიზაციის ფარგლებში“, — აცხადებს მთავრობის პრესსამსახური.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ აგვისტოში დაარეგისტრირა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. ვაქცინა შექმნილია ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომელიც კარგადაა შესწავლილი და შემოწმებული. რუსი სპეციალისტების თქმით, მისი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა — ეს უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობაა.

„სპუტნიკ V“-ს ეფექტურობამ კორონავირუსული ინფექციების მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ 100% შეადგინა. დაავადების დადასტურებულ შემთხვევებს შორის პლაცებოს ჯგუფში დაფიქსირდა 20 მძიმე შემთხვევა, მაშინ როცა ვაქცინით აცრის შემთხვევაში მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18–დან 60 წლამდე ასაკის ქრონიკული დაავადების არმქონე პირებს.