საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვეტა 1991 წლის 21 დეკემბერს, ალმათის დეკლარაციით

23 წლის წინ, 1991 წლის 21 დეკემბერს, ალმათის დეკლარაციით, საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. საბოლოოდ კი, ფორმალურად, სსრკ 26 დეკემბერს, უზენაესი საბჭოს სხდომაზე დაიშალა.

ამავე დღეს, 21 დეკემბერს,  ყაზახეთის დედაქალაქ ალმათში ახალი სახელით გაფორმდა რუსეთის იმპერია: სსრ კავშირის მემკვიდრე გახდა ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის შემადგენლობაში არ შევიდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და საქართველო.

1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, რომელიც აღიარებდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობას და დსთ–ს შექმნას.

მანამდე, 1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს დამაფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის – შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს “დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)” შექმნის ხელშეკრულებას.

დსთ-ის შემადგენლობაში ამჟამად შედიან რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ასოცირებული წევრია თურქმენეთი.

1993 წლის 8 ოქტომბერს საქართველომ მიმართა დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს დსთ-ში საქართველოს გაწევრიანების წინადადებით, რაც ძალაში შევიდა 1993 წლის 3 დეკემბერს. საქართველოს დსთ-იდან 2009 წლის 18 აგვისტოს ოფიციალურად გამოვიდა.

საბჭოთა კავშირი 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა.