„ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით, იყო თვითონ ის ფაქტი, რომ გავრილოვი საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მოხვდა” – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იგი ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობდა, რომ გავრილოვი, რუსეთი, „ევსაქები“ და ენმ შესაძლოა ერთად მოქმედებდნენ. მდინარაძის თქმით, იგი არაფერს გამორიცხავს, რადგან ამ ქვეყანაზე ყველაფერი შესაძელებელია.
„მთელ საქართველოს ისინი („ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“) უმტკიცებენ, რომ გავრილოვი იყო პარლამენტის მოწვეული, იმიტომ რომ იმ ასამბლეას აქვს ჰყავს სამდივნო, რომლის მოწვევითაც იყო იგი საქართველოში ჩამოსული. ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით, იყო თვითონ ის ფაქტი, რომ გავრილოვი საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მოხვდა თორემ იგი პროვოკაციულად რომელ სკამს დაიკავებდა, ამას ვერავინ გააკონტროლებდა. ეს ჩვენი შეცდომა იყო, მე ვიყავი პირველი, რომელიც აქ მოვედი და ოპოზიციის 10 დეპუტატი აქ დამხვდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძე.
წყარო: itv.ge