შეზღუდვები დააწესოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.
“ევროპასთან შედარებით, ჩვენთან შეზღუდვები ძალიან ლიბერალურია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ გავიკეთებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო არეალში დაიცავს წესებს და გააკონტროლებს სიტუაციას, შემსუბუქება შესაძლებელი იქნება. თუ არა, მაშინ გამკაცრებული შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ. თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს”
შეგახსენებთ, სახელმწიფომ თავის დროზე, ვერ უზრუნველჰყო მეტროსა და ავტობუსში დაწესებული რეგულაციების აღსრულება, თუმცა, ესეც ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ, ვერც “შავ პარასკევს” უზრუნველჰყო მაღაზიებისთვის თუნდაც შენიშვნის მიცემა, რეგულაციის დაცვის თხოვნით და არც ესაა სახელმწიფოს ბრალი. ორი დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა ე.წ. სარქველიან პირბადეს გაუწია რეკლამა, პირბადეს, რომლიც კოვიდინფიცირებულს გინდ ჰკეთებია და გინდ – არა! ესეც ხალხის ბრალია, არდაწესებული რეგულაციები დენდროლოგიურ პარკში ხალხის ბრალია და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება.
გეგმიური ოპერაციები რომ გადაიდო თვეობით და ტუჩის, მკერდის გადიდება ახლაც შეგიძლია მიმდინარე რეგულაციით – ესეც ჩვენთვისაა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის.
ისიც ჩვენი ბრალია, ათასობით ექიმი რომ არის დაინფიცირებული, საავადმყოფოებშიც ჩვენ არ ვიცავთ რეგულაციებს!