რომის პაპმა ფრანცისკე I-მა განაცხადა, რომ ადამიანებმა შობის ნამდვილი მნიშვნელობა დაივიწყეს. ამის შესახებ პაპმა ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
რომის პაპმა კათოლიკეებს მოუწოდა, საშობაოდ საჩუქრების ყიდვის ნაცვლად, დრო გამონახონ და საკუთარ გულებში იესო შემოუშვან.
„მოდით, საყიდლებზე სიარულის ნაცვლად, ვილოცოთ”, – განაცხადა პაპმა და აღნიშნა, რომ ნივთები მატერიალურია, ხოლო ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა, სიღარიბე, მაგრამ სიყვარული სუფევდა.
„ამ რთულ პერიოდებში იმაზე წუწუნის ნაცვლად, რაც პანდემიამ წაგვართვა, მოდით, სხვებს დავეხმაროთ: უარი თქვით საჩუქარზე საკუთარი თავისთვის და მეგობრებისთვის, დაეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანებს, მათ, ვისზეც არავინ ფიქრობს”, – მოუწოდა კათოლიკეებს რომის პაპმა.