კორონავირუსის პრობლემური მუტაცია ვირუსის სირთულესა და აგრესიულობას ცხადყოფს – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას bfmtv-ი ავრცელებს.
„საქმე გვაქვს ვირუსის პრობლემურ მუტაციასთან. ეს ყველაფერი ვირუსის სირთულესა და აგრესიულობას ცხადყოფს” – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, ქვეყნის მთავრობა ფხიზლად უნდა უყოს იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კვირის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 20%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდის ახალი ფორმა აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა, ცნობილ შტამზე 70%-ით სწრაფად ვრცელდებოდეს.
წყარო: ptn.ge