აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდის ახალი სახეობა, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება გამოიწვია, შესაძლოა, უკვე შეერთებულ შტატებშიც იყოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„არ გამიკვირდება, თუ კოვიდის ახალი მუტაცია უკვე აშშ – შია,“- აღნიშნა ფაუჩიმ.
მისი თქმით, ვინაიდან კოვიდის გამომწვევი კორონავირუსი რნმ-ვირუსია, ამიტომ ის ხშირად განიცდის მუტაციას.
„მუტაციების უმეტესობას არა აქვს ფუნქციური მნიშვნელობა. რაც შეეხება ახალ სახეობას, მასთან დაკავშირებით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა, მან ვირუსს უფრო ადვილად გავრცელების საშუალება მისცეს” – განაცხადა ფაუჩიმ.
ფაუჩის განმარტებით, მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები.
„ის ადამიანების უფრო მძიმედ დაავადებას არ იწვევს და როგორც ჩანს, ზეგავლენას არც იმ ვაქცინის ეფექტზე ახდენს, რომელსაც ახლა ვაქცინაციისთვის ვიყენებთ” – აღნიშნა ფაუჩიმ.
წყარო: report.ge