სავაჭრო ცენტრები წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან და ოპირერება შეეზღუდებათ – თურნავა
ეს არ იქნება ისეთი საახალწლო შოპინგი, რომელსაც ნორმალურ ვითარებაში ვართ შეჩვეულები,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი.
„პასუხისმგებლობა ჩვენია, ხელისუფლების, მაგრამ ამავდროულად, სავაჭრო სექტორიც მზადაა, რომ იტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში თუ დარღვევები იქნება ძალიან მკაცრი ზომები იქნება გამოყენებული, რადგან ეს გადაწყვეტილება არაა უპირობო და შეუქცევადი. როგორც კი პირველი ნიშნები გაჩნდება, რომ რომელიმე სავაჭრო ობიექტი არღვევს არსებითად იმ შეზღუდვებს, რომელზეც დღეს იყო საუბარი, ჩვენ სრული უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ჯარიმები და შეჩერების უფლებაც” – განაცხადა ნათია თურნავამ.
წყარო: itv.ge