თურქეთის ორმა უდიდესმა ბანკმა – “იშ ბანკ” და “ზირაათ ბანკ”-მა დაიწყეს აფხაზეთის საგადასახადო სისტემის “აპრა World”-ის ბარათების მომსახურება. ამის შესახებ რუსული სააგენტოები აფხაზეთის ე. წ. “ეროვნულ ბანკზე” დაყრდნობით იუწყებიან.
თურქეთის რესპუბლიკაში უკვე შედგა აფხაზეთის ე. წ. “ეროვნული საგადასახადო სისტემის” კროსსისტემური ოპერაციების საცდელი ექსპლუატაცია. წარმატებით ჩატარდა ოპერაციებისთვის საჭირო ავტორიზაცია, კლირინგი და ანგარიშსწორებები ორი ზემოთ აღნიშნული თურქული ბანკის ტერმინალურ ქსელში.
აქამდე აფხაზური ბარათები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რამდენიმე ქვეყანაში მიიღებოდა: რუსეთში, ბელარუსში, სომხეთში, ასევე უზბეკეთში; ახლა კი უკვე თურქეთიც გაიხსნა აფხაზური საგადასახადო სისტემისათვის.
თურქეთის უდიდესი ბანკების მიერ ამ სისტემის აღიარება, ბუნებრივია, ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე ვერ მოხდებოდა.