თურქეთის სასამართლომ ცნობილ ქურთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ლეილა გუვენს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ყოფილი წევრი ტერორისტული ჯგუფის წევრობისა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სასარგებლოდ ტერორისტული პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით გაასამართლეს. ყოფილ დეპუტატს საპარლამენტო იმუნიტეტი მიმდინარე წლის ივნისში ჩამოართვეს.
„სახალხო დემოკრატიული პარტია“ განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ქურთების და მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ აქტს უწოდებს. გუვენი 2018 წელს სირიის ჩრდილოეთით ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ აფრინში, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესახებ კრიტიკული შენიშვნების შემდეგ დააკავეს. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სამხედრო ოპერაცია შეაფასა, როგორც „შეჭრა“.
წყარო: newposts.ge