ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას – თენგიზ ცერცვაძე დროს ასახელებს

ჩემი პირადი, როგორც ექსპერტის მოსაზრებაა, რომ ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას მომავალი წლის ზაფხულში, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვახო ხუზმიაშვილის „თავისუფალ სივრცეში“ აცხადებს.

„თუ ვაქცინა მივიღეთ თებერვალ-მარტში, რისი იმედიც არის, მაშინ რომ ჩატარდეს ვაქცინაცია და გამომუშავდეს იმუნიტეტი, დასჭირდება კიდევ რამდენიმე თვე და დიდი ალბათობით, ნორმალურ ცხოვრებას მომდევნო წლის ზაფხულში დავუბრუნდებით. წელიწადის დროის თვალსაზრისითაც ოპტიმალური პერიოდია იმისთვის, რომ პანდემიის ძალა შესუსტებული იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.