„ეს წესი ხელოვნურად გაზრდის რიგებს მოლებთან“ – რითეილერები შეზღუდვების ნაწილის გადახედვას ითხოვენ

ხვალიდან, საქართველოს მასშტაბით, მოლებს ფუნქციონირების უფლება მიეცემათ, თუმცა მკაცრი შეზღუდვების ფონზე. ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ICR-ჯგუფი-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ შეზღუდვების ნაწილი გადასახედია.

კახა ხაზარაძის თქმით, პირველ რიგში გადასახედია 20 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვების საკითხი. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი 10 კვადრატულამდე უნდა შეიცვალოს.

,,უფრო ადრე გახსნა იქნებოდა ბევრად სასურველი, რადგან მოგვეცემოდა ნაკადების ბევრად მარტივად მართვის შესაძლებლობა. ეს არ იქნა გათვალისწინებული, მეტიც გუშინდელ დღემდე არ იყო ცნობილი, მოგვცემდნენ თუ არა გახსნის უფლებას საერთოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავწიეთ ეს რისკი და დავიწყეთ მზადება 24 დეკემბრისთვის და ბოლო ორი კვირაა შევძელით სრულად დაგვეორგანიზებინა პროცესი.