იაპონელების აზრით, სტალინის ეკონომიკა მსოფლიოში საუკეთესო იყო

რაც უნდა ლანძღონ და აძაგონ სტალინი მავანთ, საბჭოთა ბელადი კაციობრიობის ისტორიაში რჩება იმ ერთადერთ მმართველად, ვინც ნამდვილად უბრალო ადამიანების ინტერესებისთვის იბრძოდა და ამ რთულ, თითქმის მიუღწეველი მიზნის შესასრულებლად თავი არ დაუზოგავს.

სტალინი

ისტორიკოს-პუბლიცისტი ბენიამინ სახაროვსკი წერს:

„იოსებ სტალინი ერთადერთი ადამიანი იყო კაცობრიობის ისტორიაში ცნობილ მმართველთა შორის, ვისაც არანაირი პირადი ქონება არ ჰქონია. ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ მათი, უბრალო ადამიანების ინტერესებისთვის აკეთებდა და არც საკუთარ თავს ზოგავდა და მათაც ერთგულებისა და თავდაუზოგაობისკენ მოუწოდებდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს:

„თავისი ნატურით, სტალინი თავგანწირული ადამიანი იყო. მან ეს არაერთხელ დაამტკიცა და ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ბელადის ამ თვისებას მისი დაუძინებელი მტრებიც აღნიშნავდნენ, მათ შორის, ლევ ტროცკიც. ასეთივე თავდადებას მოითხოვდა სტალინი სხვებისგანაც. ბელადი არც საკუთარ შვილებს ზოგავდა და ამაში ის შეუვალი იყო. სამაგიეროდ, სტალინი ამ შრომითი თუ სამხედრო ან სამოქალაქო თავდადებისთვის საკმაოდ უხვად აჯილდოვებდა ადამიანებს (გარდა საკუთარი თავისა). ამიტომ ჩამოყალიბდა სტალინისეულ სახელმწიფოში მკაცრად დალაგებული და აპრობირებული წახალისების სისტემა, რაც ძალიან ეფექტურად მუშაობდა და სწორედ, მისი წყალობით მოახერხა იოსებ ბესარიონის ძემ იმ უზარმაზარი ქვეყნის უსწრაფესი ინდუსტრიალიზაცია, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. სტალინური ეპოქის გმირები, ძირითადად, საბჭოთა, უბრალო ადამიანები იყვნენ და სწორედ, მათ განახორციელეს ქვეყნის უმოკლეს დროში ფეხზე დაყენება“.

ეგრეთ წოდებული, „სტალინური გმირები“ იყვნენ ტოტალური ინდუსტრიალიზაციის ქვაკუთხედები და საბჭოთა ბელადმა აბსოლუტურად სწორად გათვალა ყველაფერი. მან შეიმუშავა ასეთი სქემა – ადამიანი, უბრალო მუშა-მოსამსახურე, რეკორდსმენი.
მაგალითად, მეშახტე ალექსეი სტახანოვი. ამ კაცმა თავისი შრომის შედეგად ქვანახშირის არნახული რაოდენობის მოპოვება შეძლო. ანუ, ის იყო აბსოლუტური რეკორდსმენი. ეს რეალური რიცხვები სტალინურმა პროპაგანდამ მთელ ქვეყანას ამცნო.
სტახანოვი გმირი გახდა და დამსახურებულად მიიღო ყველა სოციალურ-მატერიალური სიკეთე (ფული, ბინა, სახელი), რაც ოფიციალურად იყო გაწერილი. სტახანოვს ათეულ ათასობით ადამიანმა მიბაძა და მართალია, მისი რეკორდი მხოლოდ ერთეულებმა გაიმეორეს, მაგრამ უზარმაზარ ქვეყანაში საერთო შრომისნაყოფიერება არნახულად გაიზარდა.
სტახანოვურმა შრომამ ფეხი მოიკიდა ფაბრიკა-ქარხნებში – გამოჩნდნენ რამდენიმე დაზგაზე მომუშავე არა მარტო მამაკაცები, ქალი ფეიქრები, სახალხო გმირები გახდნენ სოფლის მეურნეობის მუშაკებიც. ამას მოჰყვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდა და ქვეყანამ გიგანტური ნაბიჯებით წაიწია წინ – განხორციელდა გრანდიოზული ინდუსტრიალიზაცია. ასე იყო ცხოვრების ყველა სფეროში და „სტალინური გმირები“ ამ უზარმაზარი ქვეყნის მამოძრავებელი ძალა გახდა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი:

„მავანი სტალინის მაძაგებელი სტალინის ამ სქემას თაღლითურს უწოდებს და სურს, დაამტკიცოს, რომ საბჭოთა ბელადი შიშველ ენთუზიაზმზე ამუშავებდა მილიონობით ადამიანს, რაც რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. ენთუზიაზმი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და ის სულაც არ ყოფილა შიშველი. პირიქით, სულიერ ასპექტში ენთუზიასტმა იცოდა, რომ მისი შრომა ქვეყანას წაადგებოდა. მატერიალურ ასპექტში კი ის საკუთარი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდა და იღებდა კიდეც. მართალია, ალექსი სტახანოვივით ყველა გმირი ვერ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც ყველა დიდი დატვირთვით მუშაობდა, იქმნებოდა საერთო-სახალხო დოვლათი და ეს დოვლათი ხალხზე ნაწილდებოდა როგორც ფულით, ასევე საცხოვრებლისა და სხვა მატერიალური კეთილდღეობის სახით. ასე რომ, სოციალისტური, განსაკუთრებით კი სტალინური ეკონომიკა სულაც არ ყოფილა უტოპია და ძირითადად, ის ხალხზე იყო გათვლილი. კაპიტალისტურისგან განსხვავებით კი, ეს ეკონომიკა თანაბრად ნაწილდებოდა და კაპიტალისტურზე ბევრად უფრო სამართლიანი იყო.“

სხვათა შორის, თანამედროვე იაპონელი ეკონომისტიები ერთსულოვნად და ხაზგასმით აღნიშნავენ სტალინური ეკონომიკის უდიდეს უპირატესობას კაპიტალისტურ ეკონომიკაზე ქვეყნისთვის სასარგებლო ასპექტში.

დოქტორი აკირო კანაზავა წერს:

„სტალინური სოციალისტური ეკონომიკა სუპერსწრაფმზარდი იყო და როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თავისუფალი კაპიტალისტური ეკონომიკა 2-3 პროცენტით იზრდებოდა, საბჭოთა ეკონომიკის ზრდა 25 პროცენტს შეადგენდა. ძაღლის თავიც აქაა დამარხული. ძლიერი სახელმწიფოს ზრდის საიდუმლოც, სწორედ, ესაა და სტალინის სიკვდილის შემდეგ რომ ასეთი ეკონომიკური სქემები არ დაერღვიათ, საბჭოთა ეკონომიკის ზრდა უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწევდა…“

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დიდი საბჭოთა ეკონომიკა, რომელიც სტალინისა და მისი გუნდის უდიდესი საქმის ცოდნითა და თავდადებით 30 წლის განმავლობაში მტკიცდებოდა, ხრუშჩოვმა 5 წელიწადში გაანადგურა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი, სწორედ ამისთვისაა ხრუშჩოვი ისტორიულად გასასამართლებელი“.

“თბილისელები”