ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვართ, რომ არა ორი და სამი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ამის მტკიცების საშუალებას გვაძლევს ის ძალიან დიდი სივრცე მანევრირებისთვის, რომელიც აქვს “ქართულ ოცნებას”. რადიკალურ ოპოზიციას მანევრირების არავითარი სივრცე არ აქვს. მათ ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი, რომ ახლა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის რჩებათ. მათთვის ცუდი არის შემოსვლა იმიტომ, რომ მაღლა აწიეს თამასა, ხოლო უარესი არის არშემოსვლა,” – განაცხადა კობახიძემ.

წყარო: newposts.ge