მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძე ბერა ივანიშვილის ნათლიაა:
როგორც თავად ჭოხონელიძე ამბობს, როდესაც ბერას ნათლიობა შესთავაზეს ბიძინა ივანიშვილს არავინ იცნობდა.
ნათლიობის ინიციატორი კი ბიძინას მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე იყო.
„ეს ოჯახი გახმაურებული იყო თავისი სულიერი სიმდიდრით. ჩვენი ოჯახების სიახლოვე ეკას დედ-მამისგან წამოვიდა, იმიტომ, რომ მამაჩემი და ბიძინას სიმამრი ერთად გაიზარდნენ…
ჩვენ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. აქ არ ტრიალებდა ფინანსური მხარე, აქ იყო მხოლოდ მორალური ადამიანური სიახლოვე“,- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ „პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
ბოლო პერიოდში თამრიკო ჭოხონელიძეს ბევრს ეკითხებიან, ბერასთან ურთიერთობაზე, მაგალითად, მიულოცა თუ არა და იყოს თუ არა ქორწილში, ბავშვის ნათლობაზე და ა.შ?
„არც ბერას ტელეფონი ვიცი და არც კონტაქტი მაქვს და როგორ მივულოცავდი? ძალიან ბევრი ადამიანი ახვევია თავს, რომლებიც მასთან ახლოს არ მიშვებენ. გარდა იმისა, რომ აქციებზე შევხვდი მას და მამამისს, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. არც მქონია ილუზია, რომ ბერა ქორწილში დამპატიჟებდა. ბერას დაქორწინების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე… ძალიან დიდ პატივს ვცემ ივანიშვილების ოჯახს, მათგან მხოლოდ კარგი ვიცი, მაგრამ წლებია დაკარგული გვყავს ერთმანეთი. ბერასთვის ერთადერთი, რაც შემიძლია, ლოცვებში მოხსენიებაა. ასე გამოვხატავ მისდამი მზრუნველობასა და სიყვარულს“ – ამბობს მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში
წყარო – დაიჯესტი