მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი და შტორმი – 2 დღის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში უმეტესად თოვლის სახით.

მათივე ცნობით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

 

“რეზონანსი”