„ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ამ წელს და მომავალ წელსაც მზად უნდა ვიყოთ, რომ სწავლისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენება მოგვიწევს.
თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვების განათლება არის დაცემული, გეთანხმებით. ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარდნაა განათლებაში. პედაგოგები არიან დიდი სტრესის ქვეშ, ასევე არიან მოსწავლეებიც”, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ სამოქალაქო ინიციატივები „მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი ფხაკაძის თქმით, სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული, მანამ უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით და ამიტომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაფრთხილების მიზნით, სავარაუდოდ, შემდეგ წელსაც ონლაინ სწავლება იქნება.