შვეიცარიის ფედერალურმა ასამბლეამ (პარლამენტმა) პარასკევს დაამტკიცა კანონპროექტი [შვეიცარიის] კონფედერაციაში ერთსქესიანთა ქორწინების დაშვების შესახებ.
ეროვნულ საბჭოში (პარლამენტის ქვედა პალატა) კანონს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 48-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 9-მა თავი შეიკავა.
კანტონის საბჭოში (პარლამენტის ზედა პალატა), ინიციატივას მხარი დაუჭირა 24 დეპუტატმა, 11 წინააღმდეგი იყო, შვიდმა თავი შეიკავა.
კანონს ეწინააღმდეგება ულტრა-კონსერვატიული ქრისტიანული პარტია – შვეიცარიის ფედერალური დემოკრატიული კავშირი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას ერთსქესიანთა ქორწინებაზე.
ამ ინიციატივის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად რეფერენდუმი ჩატარდება.
მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინება არ იყო დაკანონებული, 2007 წლიდან დაშვებული იყო ურთიერთობების ფორმალიზება, ე.წ. რეგისტრირებული პარტნიორობის სახით. თუმცა მათ ბავშვის აყვანის უფლება არ ჰქონდათ.
წყარო: bm.ge