“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სპეცრეისით ჩამოიტანა და თავად გაიკეთა. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა TV “პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც ნათელაშვილი ამტკიცებს, მას ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვს, ხოლო ვაქცინა გერმანიიდანაა ჩამოტანილი.
“თქვენ იცით, რომ ივანიშვილმა სპეცრეისით ჩამოიტანა გერმანიიდან ის უახლოესი ვაქცინა, რომელსაც ამერიკაში და ინგლისში აკეთებენ და გაიკეთა თვითონ. ზუსტად მაქვს ინფორმაცია.“
ეს ინფორმაცია რომ მომაწოდეს, სწორედ მაშინ გამახსენდა შედარება, სად ალექსანდრე მაკედონელი და სად ივანიშვილი, მაგრამ წყალი რომ უშოვეს უდაბნოში მაკედონელს და წინ მდგარი ჯარი უყურებდა, დალევდა თუ არა წყალს მთავარსარდალი და გადაღვარა. ვინ მისცა ამ ადამიანს ადამიანობა ან ზნეობა,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.