აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ნიკა გვარამიას სკანდალური ეთერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
„ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავება მოსაზრებებსა და ფაქტებს შორის. ფაქტი კი არის ის, რომ მე მედიათავისუფლების მხარდამჭერი ვარ, ისევე როგორც, მედიის როლის, როგორც მეოთხე ბურჯის ნებისმიერ ჯანმრთელ დეწმოკრატიაში.
მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პროფესიონალ ჟურნალისტებს და ეთიკის კოდექსს, რომელიც არეგულირებს ჟურნალისტიკას და მოითხოვს პროფესიონალი ჟურნალისტებისგან საზოგადოებას ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაცია წარუდგინოს.
ჟურნალისტის პროფესია ნასწავლი მაქვს, ეს ჩემი მეორე ხარისხია და ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, როდესაც ჩამოვედი, სახლში სხვადასხვა ტელეარხის რედაქტორები დავპატიჟე, რომ მათგან იმ გამოწვევების შესახებ მომესმინა, რასაც მედია საქართველოში უმკლავდება.
საელჩოს აქვს მედიათავისფლების მხარდაჭერის დიდი ისტორია. გარწმუნებთ, რომ ჩემი ელჩობის ისტორიაში, ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა “დროებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.