„ყველა ვირუსი აუცილებლად განიკურნება, ერის სიხარბე კი გენეტიკურია!..“, – ასე გამოეხმაურა მამა პეტრე კოლხი თბილისის სავაჭრო ცენტრებში დილაადრიან, დიდი რაოდენობით ხალხის მისვლას და ამის გამო შექმნილ კილომეტრიან საცობებს დედაქალაქში.
დეკანოზის Facebook-პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოცილურ ქსელში მოძღვარს ერის ლანძღვაში ადანაშაულებენ. რაც მამა პეტრემ შემდეგნაირად განმარტა:
რა მენტალობაა, რა აზროვნებაა!.. რა შუაშია?! ვინაიდან ილია არ ვარ, ხმის ამოღების უფლება არ მაქვს?! მართალი ყოფილა ილია- „მე მიყივლია და გათენდება თუ არა, ღმერთმა უწყისო“!..“, – წერს პოსტის კომენტარებში პეტრე კოლხი.
მოგვიანებით, მოძღვარმა კიდევ რამდენიმე პოსტი მიუძღვნა არსებულ ვითარებას:
„ჰოდა, შინ დარჩენილებმა სავაჭრო ცენტრებთან მდგარ ხალხზე ვილოცოთ, უკან მშვიდობით დაბრუნდნენ!..“
„როგორი უმადურები ვართ, ხალხი რიგში იყინება და მაინც არ ვაფასებთ!..“ , – რასაც ისევ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.