მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა იონ კიკუმ მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა, რათა შესაძლებელი გახდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. კიკუს თქმით, მან ეს ნაბიჯი 23 დეკემბერს გადადგა, მას შემდეგ, რაც პირადად ესაუბრა პრეზიდენტ იგორ დოდონს, რომელიც მალე ტოვებს თანამდებობას, და პარლამენტის თავმჯდომარეს, ზინაიდა გრეჩეანიის.
გუშინ 23 დეკემბრის სხდომაზე პარლამენტს უნდა განეხილა მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი.
დეკემბერში დედაქალაქ კიშინოვში გამართულ საპროტესტო აქციებზე 20 ათასამდე ადამიანმა მოითხოვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს მოთხოვნა გაისმა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის ძალით, ქვეყნის დაზვერვის უწყებაზე კონტროლი პრეზიდენტიდან პარლამენტზე გადადის. ეს ნაბიჯი მიჩნეულ იქნა მცდელობად, გაძლიერდეს პარლამენტი, სადაც დოდონის მოკავშირე პრომოსკოვური ორიენტაციის სოციალისტები დომინირებენ.
არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელმაც ნოემბრის არჩევნებში დაამარცხა დოდონი, დღეს 24 დეკემბერს დადებს ფიცს.
წყარო: newposts.ge