ირაკლი კობახიძის მორიგი ცინიკური გამოსვლა ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში.
მთავრობის დამტკიცებამდე უმრავლესობის ლიდერად დასახელებულმა კობახიძემ ოპოზიციას დასცინა და ჩამოთვალა მიზეზები, რატომ დააკლდა ოპონენტები:
ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3%-იანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან დაკავშირებით;
ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ ქართული ოცნებაა ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, ნაციონალური მოძრაობა კი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი, თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რო ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს;
ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ, დარბაზში აჟღერებული რუსეთის ჰიმნი, პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი თბილისო.
ძალიან დაგვაკლდა პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა;
ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე-აღმაშენებლის მიერ, სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდ-ტესტი;
დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით;
ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას ვაჟკაცური – ბრჭყალებში, პროვოკაციები;
დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე;
ძალინ დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე – უბრალოდ დაგვაკლდა;
ძალიან დაგვაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება” განაცხადა კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.