სამტრედიაში მოკლული ქალის ოჯახი – ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ელიზა კალანდაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

მათი თქმით, სიძემ ქალს დანით ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილი კი მაზლმა დილით იპოვა.

ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილი ქალი ოჯახში არსებულ კონფლიქტზე მათთან არასოდეს საუბრობდა, ამიტომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ.

გარდაცვლილის ოჯახში აცხადებენ, რომ დაკავებული სისტემატურად სვამდა და სავარაუდოდ, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მოხდა. ნასვამმა მამაკაცმა მეუღლეს სასმლისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა. ისინი დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.

 

“რეზონანსი”