ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელსი დღევანდელ კილომეტრიან საცობს გამოემხურა, რომელიც “თბილისი მოლთან” დილის 7 საათიდან იყო.
როგორც ხატია სიჭინავა წერს, შეზღუდვები შეეხო მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს.
“მართლა მაინტერესებს, რა გიკვირთ ადამიანს თუ რამის ყიდვა უნდა?! მე პირადად ვერ ვყიდულობ ბავშვისთვის ონლაინ ვერც ტანსაცმელს და ვერც ფეხსაცმელს! თუ არ ავარჩიე და არ დავინახე რას ვყიდულობ, ან უხარისხო მოდის, ან დიდი ან პატარა.
არავითარი არმაგედონი არ დამხვედრია სითი მოლში! რომ არ ყოფილიყო შეზღუდვები, ზუსტად ასე მშვიდად და რეგულაციების დაცვით იმუშავებდა მოლები ისედაც!
შეზღუდვები შეეხო მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს, ვინც ვერ მოახერხა საკუთარი ტრანსპორტით მისვლა და უკვე მოლის კი არა საჭმლის ფული არა აქვს! რადგან ყველაფერი სწორედ მათზეა გათვლილი! ჯერ!
კარფურში ყოველდღიურად უფრო დიდი რიგებია!
ერთმანეთს ნუ ჭამთ, არ შეგერგებათ!”- წერს სოციალურ ქსელში ხატია სიჭინავა.
ცნობისთვის, დილით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს გღძელი რიგი, რომელიც „თბილისი მოლის“ შესასვლელთანაა. მომხმარებლები დილის 7 საათიდან ადგილზე მივიდნენ და ცენტრის გახსნას ელოდნებოდნენ.