შუა ასფალტზე დავწვები, სანამ შვილის კომპიუტერს არ დამიბრუნებენ – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის მათთვის გადაცემას მოითხოვენ და საქმის დახურვას აპროტესტებენ.

„ესე სრულიად მოულოდნელად, შუა პანდემიის დროს, მოახლოებული ახალი წლის პერიოდში, უცებ გადაწყვიტეს, რომ დაეხურათ საქმე. მაგის გასაპროტესტებლად მოვედი პირველ რიგში და მეორე რიგში იმისთვის, რომ მოვითხოვე ჩემი შვილის კომპიუტერი. რადიკალური პროტესტი იქნება. შიმშილობა იქნება ეს თუ რა ფორმით, არ ვიცი… დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ იმ კომპიუტერს. თუ არის ბანალური თვითმკვლელობა, დამიბრუნონ კომპიუტერი,“ – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.