ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ სავაჭრო მოლები ქუთაისშიც გაიხსნა. თუმცა, სავაჭრო ობიექტებთან დიდი რიგები არ შეინიშნება.
შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესების დაცვით გაიხსნა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე. სავაჭრო ობიექტში მომხმარებელი დაშვებული იქნება ნაკადების მკაცრი მართვით. ამასთან, მაღაზიის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებლისა. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისიც.
წყარო: report.ge