Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ამბობს, რომ ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, უახლოეს თვეებში პანდემია გაძლიერდება. ამის შესახებ ბილ გეიტსი საკუთარ ბლოგზე წერს.
როგორც იგი ამბობს, აუცილებელია ვირუსის ახალი შტამის შესწავლა
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ სირთულეებს ვერ გავუმკლავდით. კომპიუტერული მოდელები 2021 წლის პირველ კვარტალში გლობალური პრობლემების გართულებას პროგნოზირებენ. აუცილებელია ვირუსის ახალი შტამის შესწავლა, რომელიც წინაზე უფრო სწრაფად ვრცელდება. დაავადების გავრცელების შეჩერების ყველაზე ეფექტურ ზომებად კვლავ პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა რჩება, მაგრამ საგანგაშოა ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვაქცინების ეფექტურობის არ სჯერა” – წერს ბილ გეიტსი.
წყარო: itv.ge