იმისთვის, რომ ყველამ ერთად, კვლავ ვნახოთ გაზაფხული, ეს მკაცრი ზომები უნდა დავიცვათ, ვინაიდან არ გვაქვს არანაირი სამკურნალო საშუალება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მკაცრი იზოლაციის პირობებში ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება გადარჩეს. ამიტომ, ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ.
„თითქოს, მზის შუქზე გამოანათა ვაქცინამ, მაგრამ მასაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ეფექტურობასთან დაკავშირებით, გამოსავალთან და ა.შ. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა, რომ მკაცრი იზოლაციის პირობებში ნებისმიერი სიცოცხლე შეიძლება, გადარჩეს. ამიტომ, ახალი წელი მოკრძალებულად უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლავ შევხვდეთ გაზაფხულს. თუ იმის ხმის მოსმენა და დანახვა გვინდა, ვინც ძალიან გვიყვარს, ინტერნეტით ვნახოთ; ამ ეტაპზე ასე ვნახოთ ერთმანეთი, რომ გადავრჩეთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
“იმედინიუსი”