დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ემზარ კვიციანი?

მას შემდეგ, რაც „პატრიოტთა ალიანსში“ აგენტების შესახებ განაცხადა, კვიციანი განმარტავს, დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში?

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წვერი ემზარ კვიციანი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას გარკვეული პირები ტელეფონს უბლოკავენ და ასეთ პირობებში, პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია.

„ტელეფონს მიბლოკავენ და რომელ პოლიტიკაზეა საუბარი, მიბლოკავს ის, ვისაც ამის შესაძლებლობაც აქვს“ – განაცხადა კვიციანმა.

კითხვაზე, რა მიზეზის გამო უბლოკავენ მას ტელეფონს?, კვიციანმა გვიპასუხა, „თქვენ რასაც ფიქრობთ, იმ მიზეზის გამო“.

შეგახსნებთ, ემზარ კვიციანმა „პატრიოტთა ალიანსი“ და პოლიტიკა რამდნიმე თვის წინ მას შემდეგ დატოვა, რაც განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსში” აგენტები არიან.

წყარო: ptn.ge