„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, მისთვის თანამდებობიდან გადადგომა პრობლემა არ იყო. როგორც მან აღნიშნა, დაშვებული ხარვეზი მისთვის ძალიან მძიმე შეცდომა იყო.
„ჩვენ თავიდანვე მზად ვიყავით და ვიცოდით, როცა საზოგადოებასთან ამ ინფორმაციის კომუნიკაცია მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა მღელვარებას, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი რაღაც იყო დაშვებული PVT-ის შედეგებში. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ყველაფერი მაქსიმალურად უშეცდომოდ იყოს გაკეთებული და გვაქვს მაღალი სტანდარტი, მაგრამ ჩვენთვის ასევე ძალიან მაღალი სტანდარტია გამჭვირვალობა და მივიჩნიეთ, რომ რაც არ უნდა მცირე ხარვეზი ყოფილიყო, ამის შესახებ საზოგადოებას უნდა სცდონოდა, მაგრამ რადგან ამან ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გაჩნდა კითხვის ნიშნები ორგანიზაციის რეპუტაციასთან დაკავშირებით, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის რეპუტაცია. ამ ორგანიზაციაში 9 წლია ვმუშაობ და ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი ძალიან ხარისხიანად ვაკეთებდი. ჩემთვის პრობლემა არ იყო თანამდებობიდან გადადგომა, თუ ეს მიზნად ისახავს და შეუძლია ორგანიზაციის რეპუტაცია დაიცვას თავდასხმებისგან. პირადად ჩემთვის, შეცდომა იყო ძალიან მძიმე“ – განაცხადა ნიჟარაძემ.
წყარო: ptn.ge