ერდოღანი პუტინზე: პატიოსანი ადამიანია, სიტყვას არ ტეხს, არც ერთ სახელმწიფოსთან არ გვაქვს ისეთი მტკიცე კავშირები, როგორც რუსეთთან

ვლადიმერ პუტინი ის ლიდერია, რომელთანაც შეთანხმების მიღწევა შეიძლება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, – რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადამიანია, რომელიც სიტყვას არ ტეხს და კუდს არ აქიცინებს.

-„იგივე შეიძლება ვლადიმერ პუტინზეც ითქვას. მას შემდეგ, რაც ის გავიცანი, მას ასეთად ვიცნობ. პატიოსანი ადამიანია, სიტყვას არ ტეხს, ჩვენი ურთიერთობების განვითარება ცხადყოფს, – პრაქტიკულად არც ერთ სახელმწიფოსთან არ გვაქვს ისეთი მტკიცე კავშირები, როგორც რუსეთთან. ეს დიდი იშვიათობაა. ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობების დონე მომავალშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.