ისრაელში 27 დეკემბრიდან სრული ლოქდაუნი ამოქმედდება!

ისრაელში 27 დეკემბრიდან ლოქდაუნი ამოქმედდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამკაცრებული რეგულაციების თანახმად, მოქალაქეებს გადაადგილება სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში შეეძლებათ, თუ საქმე კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებას ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებას არ ეხება.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 50%-ით შემცირდება, დაიხურება გასართობი ობიექტები, შენობის შიგნით შეკრება ათამდე, ხოლო შენობის გარეთ ოცამდე ადამიანს შეეძლება.

წყარო: bm.ge