საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 218 724 -ს აღწევს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 196 220 გახდა.
“რუსთავი2”