ლევან ვარშალომიძე – ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ!

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო, ნიკა მელიას გამარჯვებას ულოცავს.

ვარ

როგორც ვარშალომიძე წერს, ახლა მომავალი გამარჯვების დროა.

ნიკა მელიას გამარჯვებას ვულოცავ!

ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო!

ახლა მომავალი გამარჯვებების დროა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და განვითარება“, – აღნიშნულია ვარშალომიძის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა).