მე ყველაზე არასანდო პაიკით, ელისაშვილით ვრისკე და მაინც მოვუგე… კობახიძე გაფუმფლოვდა – გიგი უგულავა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ფორმულას“ ეთერში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს „ყველაზე არასანდო“ პაიკი“ უწოდა. როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მის თვალში „გაფუმფლოვდა“, რადგან მასთან ნიძლავი წააგო.
„სამი კვირის წინ ეს გაუთლელი ღლაპი კობახიძე ზუსტად იგივენაირად იმუქრებოდა, მაგრამ ხომ ნახეთ, რომ გაფუმფლოვდა. მას ნიძლავიც დავუდე და წააგო, იმისგან ნულოვანი რისკი იყო და მე ელისაშვილით გავრისკე, ყველაზე არასანდო პაიკით და მაინც მოვუგე. ხალხს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, სადაც უმრავლესობა უნდა იყოს ის, ვინც ხალხმა აირჩია. ეს არის ახლა მათი ჩვეულებრივი ღლიცინი” – განაცხადა უგულავამ.
წყარო: ptn.ge