ნიგერიაში კორონავირუსის ახალი სახე გამოჩნდა, რაც დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამისგან განსხვავდება!
ნიგერიაში კორონავირუსის კიდევ ერთი მუტაციური სახესხვაობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ახალი შტამი ჯერჯერობით მხოლოდ ორ პაციენტშია გამოვლენილი, თუმცა კვლევა გრძელდება.
კორონავირუსის ეს სახეობა განსხვავდება გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირებული მუტაციისგან.
როგორც დაავადებათა კონტროლსი ცენტრში აცხადებენ, ნიგერიაში ნიმუშების შესწავლა კვლავ გაგრძელდება.
„მოგვეცით დრო… ჯერ ძალიან ადრეა“,- განაცხადა ცენტრის წარმომადგენელმა.
წყარო: ptn.ge