“ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია წერს, რომ გუშინ პარლამენტმა დეპუტატის ხელფასი ჩაურიცხა, თუმცა მან ხაზინაში დააბრუნა, ხოლო დღეს კი ისევ უკან ჩაურიცხეს.
“პარლამენტმა, ანუ მთავრობამ ჩემთან თამაში გადაწყვიტა. გუშინ ხაზინაში გადარიცხული ფული ეხლა დღეს უკან ჩაურიცხავთ.
თუ გეხალისებათ არაა პრობლემა, გიგზავნით უკან”, – წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრებმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.