თბილისის მერი, კახა კალაძე, საკრებულოს სხდომის შემდეგ, მედიასთან ოპოზიციაზე საუბრობს:
„მათი გადასაწყვეტია, ჩვენ დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია ირჩევს თავის გზას. მე გამიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით. თუმცა, მათ არ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას თბილისელების წინაშე და იმ განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სჭირდება თბილისს და თბილისელებს,“- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.