ორი კვირის წინ, ეგრეთწოდებული კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულმა სამტრედიის საკრებულოს დეპუტატმა გამოწერილი ჯარიმა გაასაჩივრა.
სამტრედიის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მამუკა ბიბილეიშვილის საჩივარს
იმერეთის სამხარეო პოლიცია განიხილავს. დეპუტატის თქმით, თუ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდება შემდეგ სასამართლოს მიმართავს.
ის აცხადებს, რომ 2000 ლარიანი ჯარიმა უკანონოდ დაუწერეს.
“გასაჩივრებული მაქვს იმერეთის სამხარეო პოლიციაში, ჯერ პასუხი არ მომსვლია. თუ შედეგი არ იქება შემდეგ სასამართლოში მივიტან. კანოდარღვევით დამიწერეს ჯარიმა და სამართალდამცველებს არ უნახავთ ექიმის დასკვნა, რომელიც თან მქონდა” – ამბობს დეპუტატი.
სამტრედიის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” მამუკა ბიბილეიშვილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს.
წყარო: itv.ge