მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
(არდაშელ თაქთირიძე, “პიგმალიონი”)
“დროდადრო რუსლან მიქაბერიძე გამოდის მოსწრებული ლექსით, ხალხს ამხიარულებს. მერე ისევ ორატორები გამოდიან:
– რუსეთის მოდერნიზებული იმპერია უნდა დავანგრიოთ, მატარებლები არ უნდა შემოვუშვათ, რუსეთს ბლოკადა გამოვუცხადოთ. ღვინოს, ციტრუსებს, ჩაის და “ბორჯომს” ევროპაში გავყიდით, იმ ფულით, ნავთობს აზერბაიჯანიდან შემოვიტანთ, პურს კანადიდან შემოვიტანთო!- შენი დედაო! – დაუყვირა ორატორს ხალხში მდგარმა, შუახნის შეზარხოშებულმა მამაკაცმა.
– რატომ აგინებ?! კრემლის აგენტი ხარო! – შეუძახეს აქეთ-იქიდან.
– თქვენ მე მასწავლით? ჩემი შვილია, სახლის ქვეშ გვაქვს პურის მაღაზია, იქიდან ვერ ამოუტანია, ეგ კანადიდან არის პურის შემომტანიო?!”