გადავდივართ ახლებური ტიპის ინფრასტრუქტურულ წყობაზე – გოჩა ლორთქიფანიძე

იგეგმება რამდენიმე ახალი, მცირე ზომის დახურული ტიპის თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ იუსტიციის სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

„საბოლოოდ, ჩვენ გადავდივართ ახლებური ტიპის ინფრასტრუქტურულ წყობაზე. უარს ვეუბნებით ე.წ. ზონური ტიპის წყობას” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

გოჩა ლორთქიფანიძემ მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ რაოდენობა გაიზარდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა მსჯავრდებულთა დასაქმების პროგრამები. ბოლო მონაცემებით 1000-მდე მსჯავრდებული გვყავს, რომელიც დასაქმებულია. დასაქმების პროგრამებს ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს მათი რესოციალიზაცია რეაბილიტაციის თვალსაზრისით. ეს მიმართულება პენიტენციურ სისტემაში კვლავაც გაგრძელდება” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

წყარო: itv.ge