იოანე, რომლის დასახმარებლადაც მთელი საქართველო გაერთიანდა დღეს გარდაიცვალა.
ბავშვის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები გამოეხმაურა.
„მძულხარ სიკვდილო! იო ანგელოზად წავიდა ცაში. არაფერი იქნება ისე, როგორც ადრე. შენთვის, შენად, შენიანებად ვიცხოვრებთ აქ, დედამიწაზე დროებით დარჩენილი, შენზე მლოცველი ადამიანები“, – წერს სოფო ფირანიშვილი.
“იო, გაფრინდა… როგორ მეშინოდა ამ დღის…“, – წერს ნანა ლეჟავა.
ცნობისთვის, იოანეს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, დიფუზური გლიომა ჰქონდა. მის დასახმარებლად არაერთი საქველმოქმედო კამპანია ჩატრდა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.