“აღსანიშნავია, რომ წელმა, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა, მრავალმხრივ დაგვაახლოვა კიდეც. დიდ ბრიტანეთსა და მთელ მსოფლიოში ადამიანები ამ წლის გამოწვევებს შესანიშნავად გაუმკლავდნენ და მე ამაყი ვარ ამ შეუპოვარი სულისკვეთებით“,- ამის შესახებ ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ ყოველწლიური სადღესასწაულო მიმართვის დროს განაცხადა.
დედოფალმა ყურადღება პანდემიაზე და მისგან შექმნილ გამოწვევებზე გაამახვილა.
„რასაკვირველია ბევრისთვის შობის დღესასწაული სევდით იქნება შეფერილი – ზოგი დაკარგულ ძვირფას ადამიანებს გლოვობს, ზოგს მეგობრები და ოჯახის წევრები ენატრება, რომლებთანაც, უსაფრთხოების გამო, განცალკევებით უწევს ყოფნა. თუ თქვენ მათ შორის ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ის, რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდებაა, მაგრამ თუნდაც ყველაზე ბნელ ღამეებში არის იმედი განთიადისა” – აღნიშნა დედოფალმა.
წყარო: report.ge