კომენდანტის საათი მხოლოდ უბრალო მოქალაქეებისთვის- ქუჩებში ე.წ.ელიტარული საზოგადოების მანქანები რატომ დასრიალებენ?

საქართველოში კომენდანტის საათია, არ მუშაობს საზოადოებრივი ტრანსპორტი. დაკეტილია ბაზრობები.

უსამსახროდ დარჩენილი მშიერი ხალხი სახლებშია გამოკეტილი. ამ დროს, რობაქიძის პროსპექტზე (თბილისი,დიღმის მასივი, 25 დეკემბერი,12 საათი და 15 წუთი)კოკაკოლას მანქანების ქარავანი მუსიკის ფონზე მანევრირებს და, წინასაახალწლოდ, მის მიერვე წარმოებულ მომწამვლელ პროდუქციას რეკლამირებას უკეთებს.
რატომ არის კომენდანტის საათის დაცვა აუცილებელი მარტოოდენ უბრალო მოქალაქეებისთვის? ქუჩებში რატომ დასრიალებენ პერმანენტულად ე.წ.ელიტარული საზოგადოების მანქანები? რატომ მუშაობენ ის “მოლები” თუ სხვა ბრენდული მაღაზიები, რომელთა მეპატრონეები არაბები, თურქები, ირანელები და საქართველოში შემოხეტებული ათასი ჯურის დუშმანია და ეს მაშინ, როცა ლოქდაუნი აქვთ გამოცხადებული ბაზრობებს, სადაც მოსახლეობის გაუბედურებული ნაწილი გროშების ფასადაა დასაქმებული ?

ჯენი ბურჯანაძე