საქართველოში კორონავირუსი , როგორც ჩანს, უკან იხევს .
ბოლო 24 საათში 1 784 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 220 508-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 200 339 – გახდა.