1 არხის ინფო:
“ფოთის პორტში 14000 ტონა ხორბლით დატვირთული ამერიკული გემი შემოვიდა”.
და სიუჟეტი ისეა აწყობილი, რომ მაყურებელმა უნდა იგრძნოს, რა დონის “წყალობა” გაიღო აშშ-მ ჩვენთვის, რომ დიიდი მადლობები უნდა უხადოთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს/პარტნიორებს ამისთვის.
არადა ჩვეულებრივი კომერციული პროცესია- ვიღაც ამერიკულმა, კერძო კომპანიამ, ხორბალი გასაყიდად ჩაიტანა, სადღაც, საქართველოში.
ბიჯო მლიქვნელობა, პირფერობა და “პარტნიორისადმი პატივისცემაც” მესმის, მაგრამ ასეთი მონური, პატრონ-ყმული დამოკიდებულება, უკვე ზედმეტია.
იმაზე არავინ ხმას არ იღებდა, როცა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში, ხორბლის მარაგი, მხოლოდ რუსული კომპანიებიდან რომ ივსებოდა და ეს მართალია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ასე უნდა იყოს, ამერიკულ კერძო ფირმებთან მიმართებითაც.
რევაზ კილასონია