თეა წულუკიანს უთქვამს (უღიარებია), საქართველოს პროცენტულად ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს თურქეთის და რუსეთის შემდეგო (ალბათ, ევროპის მასშტაბით). ამიტომ გვჭირდება ამნისტიაო.
არადა, მაგას ამნისტია კი არა, სისტემური ცვლილებები სჭირდება. რომ შეყარეთ “შპანააბრაზნი” ტიპები უშიშროება-პოლიციაში და მათი კარიერული “ზრდის” ერთადერთ საშუალებად დაპატიმრებული ხალხის რაოდენობა აქციეთ, ნაცვლად სწორად მუშაობისა, სამართლიანი გამოძიების შედეგებისა, – ამის ბრალია.
თანაც, “მსუბუქი” ნარკოტიკების გამო ნარკომოვაჭრეებს ვეღარ იჭერენ ძველებურად, ვინმე თუ პოლიტიკური, ვითომ-ოპოზიციური ხუფის (“კრიშის”) ქვეშ მოქმედებს, მაგას ხომ საერთოდ ხელს ვერ ახლებთ, მდიდრებს და ბობოლებს – კიდევ უფრო ხელს ვერ ახლებთ… რჩება საწყალი ხალხი, “უპატრონოები”, რომლებსაც პატარა გადაცდომის გამო აპატიმრებთ, უაზროდ მაღალ სასჯელებს აძლევთ, მოსამართლეებიც მომართულები გყავთ პროკურატურის სასარგებლოდ…
რაც ყველაზე უფრო სამარცხვინო და მიუღებელია, ესაა დანაშაულის პროვოცირების გავრცელებული პრაქტიკა – შეუჩნდებით სახელმწიფო სამსახურში, მ. შ. სამართალდამცავებში, მეორეხარისხოვან მუშაკებს, “ბოზების” საშუალებით თვეობით ეწევით მათ “დამუშავებას”, ხელს წააცდენინებთ ქრთამზე და მერე იჭერთ. ერთი ასეთი შემთხვევა ვიცი, პროკურორს 15 წელი მისცეს… ამ დროს კი, მკვლელებს 7 წელს აძლევენ… (ეს კიდევ ცალკე პრობლემა ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის).
ახლა კიდევ ამნისტიაო. არაფერი შეცვლილა იმის გარდა, რომ ცემაში არ ხეთქავენ პატიმრებს და ცოცხებით უკანალში არ ამკობენ. ვაშაა, ტაშიი.
გულბაათ რცხილაძე