სამოქალაქო აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებას აპროტესტებენ და შსს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

“ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სისტემას, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, არაფრით არ განსხვავდება პოლიცია და კრიმინალი ერთმანეთისგან. ეს ძალიან სამწუხაროა, რაც ჩვენ სამოქალაქო აქტივისტებმა უნდა დავამთავროთ. შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ მისმა პოლიციის უფროსმა მოკლა ექიმი, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს?! ამას ვაპროტესტებთ ჩვენ” – განაცხადა აქციი ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. პროკურატურამ მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა.

წყარო: newposts.ge